რეზონანსი
07.03.2021

ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს! პლებისციტზეც აღარ არის უკვე საუბარი - კრიმინალურ მმართველობას მორალური უფლებაც არ აქვს რაიმე კომპრომისის მოლოდინზე ისაუბროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში პირდაპირ გადადგებოდა ხელისუფლება.

„სრულიად სხვა რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ზუსტად დადგინდა, რომ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი კრიმინალური მმართველობის სტილი, როდესაც პრაქტიკულად ოლიგარქის ოჯახი ჩართულია ადამიანების დასჯაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ნორმალურ ქვეყანაში რაც მოხდებოდა ეს იქნებოდა გამოძიება, მათ შორის, ამ გამოძების შედეგად დადგინდებოდა რა ხდება?! ავთენტურია თუ არა?! როდის არის ჩაწერილი?! და პირდაპირ გადადგებოდა ხელისუფლება - ასე იქნებოდა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ პროკურატურის და სასამართლოს ნდობა არ გვაქვს და არც მოქალაქეებს არ აქვთ, ამიტომ შესაბამისად, მდინარაძის მიერ რაღაც კომპრომისზე საუბარი რბილად, რომ ვთქვათ სისულელეა. ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს! პლებისციტზეც აღარ არის უკვე საუბარი და ამ ვადამდელი არჩევნების შედეგად უნდა წავიდეს ეს კრიმინალური მმართველობა ხელისუფლებიდან - აი ეს არის ჩვენი და მათ შორის, 6 - პუნქტიანი ჩარჩო-შეთანხმების გეგმაც. კრიმინალურ მმართველობას მორალური უფლებაც არ აქვს რაიმე კომპრომისის მოლოდინზე ისაუბროს და ზოგადად ძალიან უხერხულია, როდესაც ამხელა მძიმე მოვლენების შემდეგ ყველაფრის გამმართლებელი უმრავლესობის სახელით საუბრობს ბატონი მდინარაძე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
****   (07.03.2021)
აუუ რა მევასები!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )