რეზონანსი
07.03.2021

უფლებადამცველი ბაია პატარაია „ტვ პირველის“ იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

„ღარიბაშვილი შემეცოდა იმ უხერხული სიცილებისთვისო, ბევრმა დაწერა. არა! ერთი წამითაც არ მეცოდება ადამიანი, რომელიც სიმდიდრისთვის და ძალაუფლებისთვის ითმენს დამცირებას.

ღარიბაშვილი ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა და ბევრი არჩევანი ჰქონდა ცხოვრებაში. მან ივანიშვილების მონობა აირჩია.

მე მხოლოდ ჩვენი ხალხი მეცოდება, რომელსაც არჩევანის უფლება წაართვეს და თავზე ბერას ლაქია დაასვეს.

მოვითხოვ რიგგარეშე, თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებს!“ - წერს ბაია პატარაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბაიას   (07.03.2021)
შენ ფულისთვის ისეთ რამეებს აკეთებ და ამბობ, თავს უხერხულად არ გრძნობ. სიმდიდრეც ფულია და ფულიდან მოდის.

გოგა   (07.03.2021)
თავს მიხედე რა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )