რეზონანსი
07.03.2021

ეუთო/ოდირის გუშინდელმა დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ვამბობთ - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ამავდროულად იქ არსებული ხარვეზები, ჩვენი მხრიდან, უკვე დაინიცირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„მათ უნდა გადმოდგან ნაბიჯი, რომ თავიანთი ამომრჩევლის თხოვნა და მოთხოვნა შეასრულონ; შემობრძანდნენ პარლამენტში, მათ შორის - საგამოძიებო კომისიაში თუ რამე კითხვები და მტკიცებულებები აქვთ, აქ წარმოადგინონ. ამას ემსახურებოდა მთელი ორი თვის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ამას ემსახურება მთელი ცივილიზებული სამყაროს მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და აქ იყოს ნორმალური სტაბილური პროცესი. სწორედ ეს უნდა იყოს ჩატანილი ბრიუსელში და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ. ჩვენი მხრიდან იქ გაჟღერდება, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და გავაკეთებთ მომავალში იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები სტაბილური იყოს“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიო   (07.03.2021)
თქვენი მატარებელი უკვე წავიდა 9 წელი გქონდათ გასაკეთებლად მაგრამ ჩემი ფეხები გააკეთეთ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )