რეზონანსი
07.03.2021

ჩანაწერებს რაც შეეხება, უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში. ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ასევე პოლიტიკური პროცესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი სამართლადამცავი უწყებები მაღალკვალიფიციურად შეაფასებენ ყველა იმ ფაქტს, რომელიც მსგავსი ტიპის შეიძლება, არსებობდეს ქვეყანაში. დარწუნებული ვარ, რომ თუ კი ამის აუცილებლობა იქნება, მისცემენ შესაბამის მსვლელობას. ეს იმდენად იაფფასიანი იყო, რომ არც კი ჰგავდა დანარჩენ ჩანაწერებს, რომლითაც ადრე ცდილობდნენ, რომ ადამიანების მანიპულაციით ხელი შეეწყოთ პროვოკაციებისთვის. ჩვენს ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობენ შესაბამისი პროფესიული საგამოძიებო უწყებები, რომლებიც მაღალკვალიფიციურად შეაფასებენ ნებისმიერ ფაქტს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ჩანაწერი დიდი ალბათობით ავთენტური არაა.

„ეს ჩანაწერი, დიდი ალბათობით, არ არის ავთენტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რა არის დღის წესრიგის მთავარი თემა ქვეყანაში. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს არის ძალიან დილეტანტურ დონეზე მომზადებული ჩანაწერი.

რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს არც ვადამდელი არჩევნები, არც პლებისციტი. გამომდინარე იქიდან, რომ ის უარყოფს ყველა იმ შეთანხმებაში მონაწილეობას, ყველა ინ პლატფორმას, ყველა იმ შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლებელია თეორიულად მიიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (07.03.2021)
მტყვანის ოჯახს შეცა მთელმა საქარტველომ შე ნაბოზვარო. ფაბრიკაციის განმარტება თუ იცი საერტოდ რაა არის. ვერ აპრავებთ არ პრავდება ძალადობა სახელმწიფო მანქანის შეიგნეთ მაგ უტვინო თავში

ИНЦИТАТУС   (07.03.2021)
Иаффасиани арис маграм дзалиан дзвири дждеба, цота твини унда гаандзрио санам раимес цаморошав чкуис колофо

ჭორლეონე   (07.03.2021)
შენი ცოლი მოვტყან იმდენი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )