რეზონანსი
07.03.2021

ირაკლი კობახიძის მიერ სწორედ მაშინ გაჟღერებული ინფორმაციით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური პროგრამის საშუალებით გეგმავდა აუდიო - ვიდეო მასალების გაყალბებას, და აი, პოლიტიკურმა ლუზერმა სააკაშვილმა თავი მოხადა შავ არქივს, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

,,ეს ირაკლი კობახიძის მიერ ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებაა.

რომ არა ეს პრევენციული ხასიათის განცხადება, გუშინდელი ჩანაწერი ჯერ კიდევ მაშინ არჩევნებამდე უნდა გამოსულიყო სამზეოზე.

ირაკლი კობახიძის მიერ სწორედ მაშინ გაჟღერებული ინფორმაციით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური პროგრამის საშუალებით გეგმავდა აუდიო - ვიდეო მასალების გაყალბებას, და აი, პოლიტიკურმა ლუზერმა სააკაშვილმა თავი მოხადა შავ არქივს.

მელაძისეული სტილით - ვის დაუკვეთა?! რატომ დაუკვეთა?! რისთვის დაუკვეთა?! რა გამოუვა?! - ფარული ჩანაწერების ფაბრიკაციებიც გამოქვეყნდა.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური ძალა და მათ მიერ შექმნილი სისტემა იდგა ფარულ ჩანაწერებზე.

იღებდნენ, ქმნიდნენ მათ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ მასალებს და ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ისინი იყვნენ ბედნიერები.

ფეიკგასროლისას სამიზნე, დაწყებული კონსტრუქციული მოლაპარაკებების ჩაშლა იყო.

პლებისციტის მოთხოვნაც უკან წაიღეს.

საერთაშორისო დონეზე ქუჩა - ქუჩა ღრიალის გამამართლებელი ალიბის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ქუჩაში "ნამდვილი პოლიტიკა" ვის უკეთებია?!

ეს მხოლოდ ჩვენთან, დესტრუქციული ოპოზიციონერების ხელწერაა“, - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (07.03.2021)
რაა ფეიკი შე დედამოტყნულო არ გიტყდება მაგ დედამოტყნულების მხარდაჭერა მალე შენთანაც დაიჩოქებს უსამართლობის აქლემი და ნახავ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )