რეზონანსი
07.03.2021

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 7.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შესაბამისად კი ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-იც აცრას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება,

ყველაზე მეტი - 87.9 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52.5 მილიონი ვაქცინირებულით. 39 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაქცინის ორივე დოზა ისრაელში მოსახლეობის 40%-მა მიიღო. ყველაზე ჩქარი ტემპით კი ვაქცინაცია ისრაელი გარდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )