რეზონანსი
07.03.2021

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

„თუმცა, ამ ყველაფრის გაკეთება იმ პირობებში, როდესაც მოლაპარაკების მაგიდა ჩვენი მეგობარი დიპლომატების თაოსნობით არის მზად, იმისთვის რომ მხარეები დასხდნენ და იქონიონ საჭირო დიალოგი ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, სწორედ ამ დროს აშკარად ეტყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, სურს რა ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები, იყენებს ყველა რესურს რადგან ერთადერთი, ვისაც საქართველოში დღეს არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მარტივი თვალსაჩინო პროვოკაცია და ტყუილის ტირაჟირებაა სინამდვილეში ეს. შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი დესტრუქციული გზა, რომელიც შორს არის რეალობასთან, განახორციელოს და განაგრძოს. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც ეს ყველაფერი კარგად იციან. „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკების კარი არის. ღია იმ ექვსი პუნქტიდან არის პუნქტები უკვე, რომელიც ხორციელდება, არის პუნქტები, სადაც შეიძლება იყოს მხარეთა თანხვედრა, მაგრამ არის პუნქტები რომლის განხორციელებაც მარტივადაა შესაძლებელი აქტიური მოლაპარაკებების პირობებში, რომლის სივრცეც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შექმნეს. რეალურად ამისი სურვილი, როგორც ჩანს არ გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )