რეზონანსი
07.03.2021

ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ პირველ რიგში მას არ დაბრალდეს მოლაპარაკების ჩაშლა, რომელსაც ასე ძალიან ცდილობს ხელისუფლება და აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს არჩილ თალაკვაძით, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისედაც გაუგებარი იყო საერთოდ რატომ იჯდა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხვედრაზე.

“საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადექვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არამგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს.

ახლა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ იცის ამ ჩანაწერების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვა თუ გამოვარდება. ერთ-ერთი აუცილებლად იქნება და სიტუაცია იქნება უმართავი, რაც არცერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი, იზარალებს ხალხი და სახელმწიფო. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების გაგრძელება და ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
მედეა   (08.03.2021)
არცერთმა არ უნდა იკადროს თქვენთან დაჯდომა! ირაკლი კობახიძეა პარტიის თავმჯდომარე და ის დაჯდება იმ 8 პარტიის თავმჯდომარეებთან,ვინც მანდატი მოიპოვა. ღარიბაშვილს სხვა უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი სად სცალია თქვენთან სალაყბოდ!

გალელი   (08.03.2021)
შენ რამე გაქვს სათქმელი?

ანა   (07.03.2021)
მგონი მალე ოჯახის წევრების გარდა აღარავინ მოგცემთ ხმას, 0 პროცენტიანი, აი, ასე დაიგდეთ თავი სასაცილოდ!

ეკა   (07.03.2021)
თქვენი შემცვლელიც უნდა მოინახოს მაშინ

კახელი   (07.03.2021)
სად აქვს ამ საცოდავს პარტია , თვითონ და თავის შვილი. ან ვინ ჰკითხავს ვინ ვის დაელაპარაკება,ხო ხედავს,ისეა უკვე როგორც მკვდრისთვის ვენოკი

SOS   (07.03.2021)
HA HA HA HA VAI SHENS PATRONS SHE BANDZO,MISHAS MARJVENA XELO,UAMRAVI MKVLELOBIS SHEMSRULEBELO DA AVTORO MISHASTAN ERTAD!

ნინოს   (07.03.2021)
ვინც არ უნდა ჩაატაროს მოლალარაკებები, არჩევნები შენ და შენი ერთპროცენტიანი პარტია, (თუ კი ვინმე დაგრჩათ) საბოლოოდ გაქრებით პოლიტიკიდან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )