რეზონანსი
07.03.2021

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ორსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.

„ბათუმში, პუშკინის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება საცხოვრებელი სახლის ხანძარზე. ცეცხლი ეკიდა საცხოვრებელ სახლს, სადაც ცხოვრობდა ხუთი ოჯახი. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამი მოქალაქე. ხანძარი ლოკალიზებულია. ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი”- აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ სრულად: პრაიმ ტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )