რეზონანსი
07.03.2021

ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.

„ბატონი მიშელის ვიზიტის დასასრულს ოპოზიციამ საკუთარი დესტრუქციული სახე აჩვენა. თუნდაც, პარლამენტთან ჩატარებული ე.წ. პიკეტირების აქციებით, რომელიც ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტშიც გვახსოვს, როდესაც ეს ფრთა ცდილობდა პარლამენტისა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციის ბლოკირებას. ჩვენ გვახსოვს თავდასხმები პარლამენტზე და საარჩევნო კომისიაზე. ეს არის ხელწერა, რომელიც დიდი ალბათობით, ბატონმა მიშელმაც დაინახა და ვფიქრობ, მას კარგად ესმის, რომ ეს დესტრუქციული ხაზი უშლის ხელს მოლაპარაკებას და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევას.

ვინაიდან საქართველო დასავლეთის კარგი პარტნიორია, როგორც უსაფრთხოების ასევე დემოკრატიის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში, რასაკვირველია, ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს, თავისთავად ცდილობს, საქართველოში ძირი გამოუთხაროს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საერთო სტრატეგიულ ინტერესებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ბატონი მიშელის ასეთი მაღალი დონის ჩართულობა სწორედ ამ სიგნალს წარმოადგენს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, 6 მოთხოვნიდან, რომელიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან მოლაპარაკების მაგიდაზე დააყენა, ორი ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უცილობლად მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )