რეზონანსი
07.03.2021

„იმედის კვირამ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. სიდჰარტა სანკარ დატას თქმით, საქართველოს ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის და ქვეყანას ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.

„ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინა არის, მოდის და მიიღებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებმა მიიღეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ვაქცინა პრობლემის გადაჭრის ჯადოსნური ხერხი არაა. კვლავ აუცილებელია ხელების ჰიგიენა, პირბადე, დისტანცია. ვაქცინა COVID-19 ის მძიმე ფორმებისგან დაგიცავთ და არ დაგჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ვაქცინაცია შეაჩერებს სიკვდილიანობას - ეს კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა. მაგრამ ჯერ არ ვიცით ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი რამდენ ხანს გასტანს. ანუ დაგვჭირდება თუ არა განმეორებითი ვაქცინაცია 6 თვეში ან 1 წელიწადში. ამიტომ ინფორმაციას ვიRებთ ყველა ქვეყნიდან, სადაც დაიწყო ვაქცინაცია“, - განმარტავს დატა.

მან ასევე აღნიშნა, რომ Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ეფექტიანობის პროცენტი ჯანმოს მინიმალურ მოთხოვნაზე გაცილებით მაღალია და ორივე პრეპარატმა ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულია. მან იმ პრეპარატებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ ეტაპზე ჯანმოში შემოწმებას გადიან.

„რომელ ვაქცინას აირჩევს, ეს ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს. რომელ ვაქცინაზეც არ უნდა შეჩერდეს არჩევანი, აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე განურჩევლად ვაქცინის წარმოშობისა. პანდემიისას კრიტიკულ მნიშვნელოვანია ვაქცინისადმი ნდობა. დღეისათვის ჯანმოში შემოწმების პროცესს გადის ჩინური წარმოშობის ვაქცინა „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. პასუხი ჯერ არ გვაქვს. გამალეას ცენტრში დამზადებული „სპუტნიკ v-ს “ვაქცინაც დამერწმუნეთ ჯანმოს და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების იმავე პროცესს გაივლის, რასაც დანარჩენი ვაქცინები. ამიტომ დღეს „სპუტნიკზე“ და ჩინურ ვაქცინაზე, მათ ეფექტიანობაზე ან უსაფრთხოებაზე ვერ ვისაუბრეთ“, - განმარტავს დატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )