რეზონანსი
08.03.2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 8 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება:  

- საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შიდა სივრცეების იხსნება შაბათ-კვირის გარდა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება;

- 8 მარტიდან ასევე მუშაობას განაახლებენ სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;

-  ნებადართული გახდება საცალო საბითუმო ვაჭრობა ყოველ დღე, როგორც შაბათ-კვირას, ისე სხვა დღეების განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, „რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას“ – განაცხადა ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

15 მარტიდან მუშაობის უფლების აღდგენას ფიტნეს კლუბების მფლობელები და სხვადასხვა სახელოვნებო წრეების მომხმარებლები ელოდებიან.

2-კვირიან ჭრილში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )