რეზონანსი
08.03.2021

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური აცხადებს, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეზღუდული არაა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე საუბრისას განუცხადა, ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება არ ზღუდავს გერმანიაში დასაქმების მსურველების რაოდენობას და ვაკანსიებზეა დამოკიდებული, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება რეგისტრირებული მსურველებიდან.

„დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 000 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 კაცი გაგვეშვა, თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი“,- განაცხადა გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )