რეზონანსი
08.03.2021

მიმდინარე კვირაში საქართველოში ამინდი ცვალებადი იქნება. კვირის განმავლობაში, შედარებით უკეთესი ამინდი 9 და 10 მარტსაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენნტოში განაცხადეს.

„9 და 10 მარტს თბილისში ნალექი არაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 8-9 გრადუსამდე დაფიქსირდება. 11 და 12 მარტს ამინდი ისევ გაუარესდება. 11 მარტს, სავარაუდოდ თოვლჭყაპი იქნება, 12 მარტს, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ქარია მოსალოდნელი. 13 და 14 მარტს თბილისში თოვლს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ღრუბლიანობა შენარჩუნდება და 3-დან 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 11 და 12 მარტს ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად - თოვლის სახით. 12 მარტს დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 13 და 14 მარტს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ნალექი კვლავ შენარჩუნდება", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ „იმედინიუსთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )