რეზონანსი
08.03.2021

ეს მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი და მასშტაბური შენჯღრევა იყო, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი, ზურა ყიფშიძე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აკეთებს.

როგორც მსახიობი აცხადებს, პანდემიას ტკივილი და ტრაგედია მოჰყვა.

"ეს მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი და მასშტაბური შენჯღრევა იყო. არ ვიცი, შეიძლება ეს ვიღაცის გათვლილი სვლაცაა, ვერაფერს გეტყვით... დამანახა, რომ ადამიანები პატარა ჭიანჭველებივით ვართ, უსუსურები და ბრძოლა სიცოცხლისთვის - ეს არის საზიზღარი შეგრძნება. გადარჩენისთვის ბრძოლაში არ არის არანაირი რომანტიკა, ამას მოჰყვა ტრაგედია, ტკივილი, ერთმანეთის შეურაცხყოფა... რა უბედურებაა, სულ ომობანას თამაში და ქვების სროლა, დაიტანჯა ყველა. ფეხბურთში გადაიტანონ ეს საბრძოლო შემართება, ჭადრაკში სინჯონ ძალები ან სხვა რამეში.. შიმშილით კვდება ხალხი, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადამიანები მართლა ცოდოები არიან", - განაცხადა ზურა ყიფძიძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Nanuli   (08.03.2021)
Yvelani rom damdhariyavit saqartvelos gadarchenistcis kargı iqneboda Tyvilshi cxovrebas Moaqvs yvelaferi negativi vimkit exla qartvelebi rac tavı maxsovs sul dziebashia,ras edzeben tvitonac ar ician,tevzi kudidan ar fuchdeba diax tavidan? da tavida tavis shecdomebi tvit qartvelebia,aba sxva mteri saqartvelos ara yavs!!!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )