რეზონანსი
07.04.2021

საქართველოში სასურსათო კალათში ყველაზე მეტად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზეთი და ცხიმი 38/40%-ით გაძვირდა. მწარმოებლები საკვბი პროდუქტის გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან, თუმცა იმპორტიტრებულზე მეტად საქართველოში ნაწარმობმა ზეთმა „ბარაქამ" მოიმატა.

რამ გამოიწვია პროდუქტებზე ფასების გაზრდა და მოსალოდნელია თუ არა კიდე უფრო გაძვირება? - კომპანია „ალფას" პასუხი ჟურნალისტს: 

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ზეთი „ბარაქა" ადგილობრივი წარმოებისაა, ის იმპოორტირებული ნედლეულით მზადდება და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო, ნედლეული გაძვირდა.

ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლოში მზესუმზირის დეფიციტია, რამაც მისი ფასი ავტომატურად გაზარდა.

„ჩვენი კომპანია ზეთ „ბარაქას" იმპორტირებული პროდუქციით აწარმოებს, ვალუტის კურსის გამო საჭირო ნედლეულის ყიდვა ძვირად გვიწევს, აგრეთვე ქვეყანაში არის მზესუმზირის დეფიციტი, ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ზეთის გაძვირება.

რაც შეეხება იმას თუ რატომ არ გაძვირდა სხვა ზეთი, ვფიქრობ ისინი ძველ ნაშთზე მუშაობენ, როგორც კი ახლიდან დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას მათი ფასიც გაძვირდება", - ამბობს საუბრისას კომპანია „ალფას" თანამშრომელი ლევან თორაძე.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
((((   (07.04.2021)
არცერთი ზეთი"ბარაქა" არ უნდა იყიდოს ადამიანმა!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )