რეზონანსი
07.04.2021

მელიას გამოშვება, თუკი ასეთი რამ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება, ეს მოლაპარაკების კარებს მეტად გახსნის, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო" მოლაპარაკების კარის ჩაკეტვას არ აპირებს.

„აბსოლუტურად ბუნებრივია, რასაც ჩვენი ევროპელი კოლეგებისგანაც ვისმენთ. ასევე ხელისუფლების მხარესაა ლომის წილი გადაწყვეტილებების მიღების. ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ შეცდომა არ იყო რურუას დაკავება, ან მელიას დაჭერა - შედეგი ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს.

ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულო იქნება, ეს მეტად გახსნის მოლაპარაკების კარებს. მელიას გამოშვება, თუკი ასეთი რამ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. „ლელოს" სახელით ვიტყვი, ჩვენ არცერთ შემთხვევაში, მოლაპარაკების კარი რომ ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ხვალინდელი დღე ბევრის მანიშნებელი იქნება", - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ჩიხრაძემ ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო, პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ გახარიაზე „თვალის პაჭუნის გარდა, არაფერი იცის".

„დიდი ხანია კვლევებთან მაქვს ურთიერთობა და ეს არ მაგდებს არანაირ აპათიაში ამ კვლევაში. „ლელო" ახალი პარტიაა, მას მტკიცედ ჩამოყალიბებული ამომრჩეველი არ ჰყავს, ვერ მოვასწარით ამის გაკეთება. ძალიან ვწუხვართ, რომ დრო ამ მოლაპარაკების რაუნდებში იკარგება და ამ დროს ამომრჩეველს ვაკლებთ. სასაცილოა ის თავდაჯერება, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს. კომიკურად მეჩვენება მათი ეს თავდაჯერება, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის. როგორ შეიძლება ასე იყო დაშორებული საზოგადოებას?! ასევე, გახარიაზე თვალის პაჭუნის გარდა მეტი არაფერი არ ვიცით. არ მგონია, გიორგი გახარია რეალურად იყოს ოპოზიციონერი. ის „ქართული ოცნების" გაგულგრილებული ამომრჩევლის მაშველი რგოლია", - განაცხადა ჩიხრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
თენგო   (07.04.2021)
ღმერთო, სანამდე უნდა ვუსმინოთ ამ უტიფრებს და უსირცხვილოებს? გამოუშვით მაშინ ყველა ციხიდან. რატომ უნდა ეპატიოს მელიას დანაშაული? ან ლელოს ხმა როგორ მისცა ხალხმა? ეს წურბელები იმდენად უტიფრები არიან ხალხის გაძარცვით ნაშოვნი მილიონებით არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და ახლა გამარჯვებაზე და მეტ ხმაზე აქვთ პრეტენზია. ეს ქალი და ბევრი მისნაირი ქართული პოლიტიკის მოუშორებელი ჭირი გახდა. სანამ ესენი ასეთ ხმაზე ილაპარაკებენ, ჩვენი საშველი არ იქნება.

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )