რეზონანსი
07.04.2021

სერგი კაპანაძე აბულინგებს ჟურნალისტს, რომელმაც გაბედა და მისი განცხადების შესახებ მაყურებელს მოუყვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს.

„სერგი კაპანაძე აბულინგებს ჟურნალისტს, რომელმაც გაბედა და მისი განცხადების შესახებ გმაყურებელს მოუყვა

პირველი კითხვა: რა დაწერა ფეისბუქ სტატუსში კაპანაძემ, რასაც ეს ამბები მოჰყვა?

მან დაწერა - „არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა"...

მეორე კითხვა: რა თემაზე დაწერა საერთოდ ეს სიტყვები? ის ცდილობდა (და პირველად არა) გაემართლებინა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა რეზოლუციაზე, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს (იგივე თარიღი იყო იქვე მითითებული ომის დაწყების დღედ) ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, გამოიყენეს მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას და თითქოს რუსების შეტევა იყო საპასუხო... მოკლედ, რაც ვერ გააფუჭეს, სიტყვით აბრალებენ საკუთარ ქვეყანას! და სერგი ჟურნალისტს აბულინგებს...

P. S. ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს, ვნახოთ", - წერს გივი მიქანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )