რეზონანსი
07.04.2021

დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გაეროში წარდგენილ დოკუმენტში სამინისტროს მიერ მითითებულია არასწორი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

„საუბარია ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს ეხება.დოკუმენტში თანდართული ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას ლტოლვილის სტატუსის, მიგრაციის სტატუსის, შემოსავლის, წარმოშობის, სქესის ან სხვა სტატუსის მიხედვით. 

სწორედ ამ კითხვის პასუხად სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ ქვეყანაში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი (მათ შორის სარეაბილიტაციო დამხმარე საშუალებები) მიეწოდება საჭიროების მქონე ყველა პირს, განურჩევლად სტატუსისა და სქესისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )