რეზონანსი
07.04.2021

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა გახდეს, როგორ დააღწიონ თავი ამ კრიზისს და როგორ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ 2024 წელს ნაჩვენები იყოს, რომ საქართველო იდეალური ქვეყანაა დემოკრატიით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გარეშე და იმ ძირითადი პრობლემების გარეშე, რასაც დღეს ვხედავთ.

ჩემი რეცეპტი ძალიან მარტივია: მიჰყევით ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების იდეას, მაგრამ გააკეთეთ საქმე და დაიწყეთ ამ საქმის გაკეთება ახლავე.

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი რჩევა იქნება: მოეკიდეთ სერიოზულად ევროინტეგრაციას და გახსოვდეთ, რომ პოლიტიკური საზოგადოების უკან ასევე დგას საზოგადოება, რომელსაც ძალიან სურს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი იხილოს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )