რეზონანსი
07.04.2021

ზურაბ ჯაფარიძემ ევროპარლამენტარის ის განცხადება შეაფასა, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდნენ, შედეგად კი ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციას პარლამენტიდან მუშაობის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ ევროპარლამენტარების დახმარების შედეგად დემოკრატიისკენ წავა ქვეყანა.

„ არ მჯერა, რომ დაგვეხმარებიან და წავალთ დემოკრატიისკენ. მე მჯერა, რომ თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, ჩვენ წავალთ თურქმენეთისკენ. ეჭვი მაქვს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, ამას ვხედავ მათ შორის, ამ მოლაპარაკებების დროს. ისინი ამ სიტუაციას უყურებენ ისე, თითქოს, აქ საუბარი იყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაზე, სადაც პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება იყოს დემოკრატიაში, ვითომ დემოკრატიული ინსტიტუტებით შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ.

ხალხი აქ უნდა მოვიდეს აზრზე, აქ უნდა გამოფხიზლდეს, ხალხმა უნდა დაანახოს ძალა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ მაგ მეგობრებს. მაგ მეგობრების მიდგომებიც შეიცვლება, ამის მჯერა მე. სხვა რამის მე არ მჯერა. თუ ჩვენ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ და რითიც ივანიშვილი სარგებლობს, ვერანაირ ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის, არ მჯერა“,-აცხადებს ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ბიძო   (08.04.2021)
დაგაგვიანდათ :))) უკვე დაჩმორებულია ქართველი კაცი და გაფარჩაკებული..... რუსეთმა ერთი ქართველი სახლიდან გამოაგდო და მიწა მამული სახლი წართვა ამ დროს მეორე ქართველი რუს ხვდება ელარჯის ხაჭაპურს და მწვადებით ასიამოვნებს :))))))))) კაი ღვინოსაც დალევინებს და მერე ლუკოილზე. საწვავსაც ჩაასხავს..... ვაჟკაცის განსახიერება აღარ დარჩა საქართველოში.... იჯდეს მელია ცოტა ხანს ციხეში ნუ გადაყოლებთ მაგის გამოსვლას გარეთ ქვეყანას. სხვა პრობლემებს მიხედეთ თორე ჰა დაგენგრათ ხუხულა სახლივით ეგ ქვეყანა საქართველო რომ ჰქვია..........

დეა   (08.04.2021)
ფუუ,არაკაცო,შენიპროოკაციული ქმედებებია ჩმორული!

1234   (07.04.2021)
შარვლის ჩახდა და უკანალის გაშიშვლება როგორი მდგომარეობაა? "ჩმორების" თუ ...? საქართველოს სირცხვილია რომ შენ და შენისთანები არჩეული პარლემენტარები ხართ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )