
სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.
„აპატურაის მოწოდება ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ პარტიას, მმართველი ძალა იქნება თუ ოპოზიციური პარტია. „ქართული ოცნება" 95%-ი მზად იყო იმ მედიაციის დოკუმენტზე ხელი მოეწერა, რომელიც დაიდო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიების წინაშე, როდესაც საპარლამენტო მანდატებს არ ვუხსნიდით მათ მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად. სწორედ ამ ნაბიჯებს მივყავართ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში გავხადოთ ისინი იძულებული, რომ გონივრულ კომპრომისზე წამოვიდნენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.