რეზონანსი
15.04.2021

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ, მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

„ჩვენი წინა შეხვედრების შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველა, კავკასიაში. ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე, რომელმაც დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა. ჩაგვკეტა მსოფლიოსთან ურთიერთობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში, იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლეც. თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თქვენ გამოგიცხადოთ თანაგრძნობა ბატონო პრეზიდენტო.

კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შევთავაზეთ ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.

სომხეთის პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ, მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×