რეზონანსი
08.06.2021

არავისთვის არ გვაქვს დასამტკიცებელი, რომ არავის პროექტი არ ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას გუნდის მიმართ ბრალდებები თავიდანვე დაიწყო, თუმცა მისი თანაგუნდელები "ჭორაობაზე ორიენტირებულები არ იქნებიან".

"თავიდანვე წამოვიდა ბრალდებების ნიაღვარი, ჩირქის მოცხების პროცესი. მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ ვიქნებით ორიენტირებული ჭორაობაზე, არამედ ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე და იმ საქმეების განხილვაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. საზოგადოება დაღლილია გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობით. არავისთვის არ გვაქვს დასამტკიცებელი, რომ არავის პროექტი არ ვართ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაოდ, ამას დაინახავს ქართული საზოგადოება. მომავალში გავაკრიტიკებთ ყველას, ვინც ამას დაიმსახურებს",- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×