რეზონანსი
08.06.2021

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, არ გაყალბებულა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველიც ყავდა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული გარემოება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესშიც დადასტურდა.

„ჩემი კოლეგებისგან განცხადებები გაკეთდა თუ როგორ ელოდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ პარტიებს, რომლებიც 7 თვის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ პარლამენტის მუშაობაში. მათ მიერ მხოლოდ ერთი მიზეზი იყო გაცხადებული - 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო. როცა ჩვენ შემოვედით დარწმუნებული ვიყავით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, იყო ხარვეზები, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არჩევნების გაყალბებად არ შეგვეძლო ჩაგვეთვალა. ყველა პარტიამ მიიღო იმდენი ხმა, რამდენიც მისმა ამომრჩეველმა მისცა და ეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესშიც დადასტურდა“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×