რეზონანსი
08.06.2021

საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში.  გასული წლის ივლისში, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად, იაპონიის მთავრობამ, დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციას, რომელმაც ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება. ეს ახალი სამართლებრივი დოკუმენტი, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. მრავალი წელია იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე არასაპოროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×