რეზონანსი
08.06.2021

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, რომელიც 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა.

მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები, მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, რასაც აპროტესტებენ.

"ზღვისპირას 30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. ჩვენ ვაფრთხილებთ, ინვესტორი აქ ტექნიკას ვერ შემოიყვანს. მიწები წინაპრებმა დაგვიტოვეს, რომელსაც არ დავთმობთ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×