რეზონანსი
08.06.2021

ვის რამდენი რეიტინგი აქვს და როგორ იქნება, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს. ასე, რომ დაველოდოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ბიძინა ივანიშვილის წერილს გახარიას გუნდზე, ზარქუამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე დისკუსიაში შესვლა არ სურს.

„ჩემთვის მიუღებელი იყო, იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება, მთავრობა, ქვეყანა გამოწვევების წინაშე იყო, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მაშინ როდესაც ჩვენ რამდენიმე დღით ადრე სხვა რამეში გვარწმუნებდა. ვფიქრობ, ეს არ იყო ლამაზი და მიუღებელი იყო. დანარჩენი ახლა, ვის რამდენი რეიტინგი აქვს და როგორ იქნება, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს. დაველოდოთ. ამის იქეთ ვერ წავალ და არ მინდა დისკუსიაში შემოვიდე“, - განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×