რეზონანსი
08.06.2021

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ფილიალმა ორი ერთეული სამანევრო ლოკომოტივის კაპიტალური შეკეთება განახორციელა. ლოკომოტივებს ყველა ის ძირითადი კვანძი და დეტალი შეეცვალათ, რაც წევის ძალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მოდერნიზების თვალსაზრისით კი, თბომავლებს ისეთი თანამედროვე სისტემები დაუმონტაჟდათ, რაც ლოკომოტივების მუშაობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის. მათ შორისაა: 

   • „HEINZMANN“-ის  დიზელ-გენერატორის მიკროპროცესორული მართვის სისტემა, რომელიც ცილინდრების მუშაობას არეგულირებს და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს

   • თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია და ელექტრული სიჩქარმზომი, მონაცემების მეხსიერების ბარათზე ჩაწერის ფუნქციით

   • საწვავის ხარჯის და დიზელის პარამეტრების კონტროლის სისტემა

   • თანამედროვე ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×