რეზონანსი
08.06.2021

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ პარლამენტის დღევანდელი სხდომა ნიკა მელიას მოსალოდნელი განცხადების გამო დაასრულეს.

„დღის წესრიგი აქვს პარლამენტს. ხვალ კენჭისყრები უნდა ჩატარდეს იმ საკითხებზე, რომელიც დღეს განვიხილეთ. თუ შიშზე ლაპარაკობენ, ხვალ დილით უნდა მოვიდნენ ისევ და არ დავხვდებით აქ? აგონიაში არიან. 50 ადამიანი იყო გარეთ შეკრებილი მაგ დასახვედრად და ამის შიშით 6 საათი ვერ შემოდიოდნენ პარლამენტში. ყველაფერი პიარ-კუთხითაა მათ ტვინში მოხარშული. ახლა რა ვთქვათ, ჩვენ საღამოს შემოვედით, დაღამდა ამასობაში და რადგან სხდომა დამთავრდა, მოდი ვთქვათ, რომ შეეშინდათ და გაიქცნენო. ამ პრიმიტიული ლოგიკის მსხვერპლნი არიან. საკუთარ თავში იპოვონ ძალა, რომ რეალურ საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მართლა აწუხებს ხალხს. ზოგი მათგანი მაინც თუ მოახერხებს, რომ რეალურ ხარვეზებზე მიგვითითონ, დიდი სიამოვნებით შევალთ დისკუსიაში და საქმეს გავაკეთებთ. მათი დღის წესრიგი ვნახეთ რაც არის. 7 თვე ქვეყანას აჯანჯღარებენ. 7 თვეა საბოტაჟზე მიდიან, ამბებს იგონებენ. გასაგებია, რომ მათი დღის წესრიგი დესტრუქციულია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამასობაში ამ კამათის მიღმა საქმე კეთდება“,- განაცხადა მდინარაძემ.

7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტში მივიდნენ. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×