რეზონანსი
08.06.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა.

მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები.

დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - „ვაზის ფესვებთან შეხვედრა“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×