რეზონანსი
08.06.2021

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა. ასევე, გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ამოღებული იქნა კლინიკა „იმედიდან“. მოცემულ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული დოკუმენტაცია საქმის სხვა მასალებთან ერთად გადაეცათ დაზარალებულის ადვოკატებსაც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსმა ბაია ცანავამ განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე თუ რით არის განპირობებული, თითქოს გამოძიება კლინიკა „იმედიდან“ და რეგულირების სააგენტოდან მიღებულ დოკუმენტაციას ერთმანეთს ადარებს, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, რეგულირების სააგენტოდან და კლინიკა „იმედიდან“ ამოღებული დოკუმენტაციის შედარება გამოძიების და დაზარალებულის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს. ბაია ცანავას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე აქტიურად თანამშრომლობენ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. გამოძიების ფარგლებში, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბაია ცანავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×