რეზონანსი
08.06.2021

 სალომე სამადაშვილის თქმით, შეთანხმებაზე ხელის არმოწერის გადაწყვეტილება „გაუგებარია“.

„ჩემთვის პოლიტიკურად გაუგებარი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ თან პარლამენტში იყოს, თან მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწეროს. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილებაა“, - ამბობს სამადაშვილი.

დამოუკიდებელ დეპუტატ დავიდ ბაქრაძეს კი მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეთანხმების ხელმოწერაზე მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა, თავისთავად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით გადაფარავს ამ საკითხს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს კი მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ რევოლუცია აინტერესებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში აჩვენა, რომ არც პოლიტიკური ალღო აქვთ, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი და არც ეს ქვეყანა უყვარს. ერთადერთი რაღაც უტრიალებთ თავში - ეს არის რევოლუციის სურვილი“, - აღნიშნავს ელისაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×