რეზონანსი
09.06.2021

" ამბობდით და დღეს აქ ხართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის სესიის პლენარული სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

,,როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" ვინმეს ეშინოდეს, მითუმეტეს, „ქართულ ოცნებას"? რა გვჭირს თქვენგან გასაქცევი, ხალხმა გადაწყვიტოს თუ ვინმეს ვინმესი ეშინია და ვინ რა პოზიციებს აფიქსირებს. თქვენ სიტყვებს ფასი არ აქვს, ამბობდით, რომ ფორმალურ თავმჯდომარეს ვერ დაიჭირენო - ხომ დააკავეს სამართლებრივად, ყველა პროცედურების დაცვით? არ მივიღებთ გირაოსო, ამასაც ამბობდით, მაგრამ მიიღეთ, მიგაღებინეს იმიტომ, რომ არ მოგცეს საშუალება დესტრუქციის. გაყალბდა არჩევნებიო - ამბობდით და დღეს აქ ხართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში.

ვინც მივა პუფი იქნებაო, ამით თქვენივე ფორმალურმა თავმჯდომარემ მოგაყენათ შეურაცხყოფა. რა მორალური უფლებით საუბრობთ ამნისტია გინდათ თუ არ გინდათ, ამას თქვენ კი არ გეკითხებათ ვინმე, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო არასდროს არ იტრიალებს. ჩვენ ვართ ერთგული ევროპული შეთანხმების, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით მიღებული დოკუმენტის და ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით. ეს დოკუმენტი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა შემდგომი განვითარებისთვის, რასაც ეს ადამიანები არ აწერენ ხელს. ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ჯგუფი, რომელიც ევროპულ ინტერესებს არ ირჩევს მარტივი გამოსაცნობია. ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ ამ ადამიანზე, თუ გგონიათ ნიკა მელიას გარშემო იტრიალებს ვინმე", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×