რეზონანსი
09.06.2021

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება. მოსალოდნელია ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება. ეს ყველაფერი კი, მოსახლეობაზე აისახება.

"ბიზნესიდან წამოსული პოზიტიური განწყობები, ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება. ლარი გამყარებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩვენი ექსპერტები კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან. აპრილში ეკონომიკა 45%-ით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო და უნიკალური შემთხვევა იყო. ასევე მაისში მაღალი ზრდის შედეგს ველოდებით. შესაბამისად, პესიმისტური სცენარით წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით კი, ეს შეიძლება 10%-ზე მეტი იყოს. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×