რეზონანსი
09.06.2021

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება, მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირკალი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე ახლა ორიენტირებული ვარ საქმის კეთებაზე. არ მინდა სხვების ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბარი. ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, საფუძველი არ არსებობს. ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არათუ 43 პროცენტს, არამედ 53 პროცენტს ველოდებით. ეს გადაეცით ყველას. ნებისმიერი ადამიანის ქმედებას ექნება შესაბამისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ დაინიშნა ეკონომიკის, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. შემდეგ იყო პრემიერი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან. ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. მინდა მარტივი შედარება გავაკეთო, ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. ინფორმაცია გვქონდა, იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ქმედებას დაერქვა სახელი, კრიზისის დროს მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. ჩვენ საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, დამატებით ვერაფერს ვიტყვი. მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×