რეზონანსი
09.06.2021

პარლამენტში ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და შოთა ხაბარელი და ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე დაუპირისპირდნენ.

ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი მოჰყვა გუბაზ სანიკიძის კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ ჩამოიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.

„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით. დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან როგორ გადახვედი?" - მიმართა ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც, თავის მხრივ, უმრავლესობის წევრებს „რუსების მონები", შოთა ხაბარელმა კი სანიკიძეს „უნამუსო კაცი" უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×