რეზონანსი
28.07.2021

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის კვლავ საგანგაშო სტატისტიკაზე მიუთითებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ მდგომარეობა ამ ტემპით გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა უახლოეს პერიოდში დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ნიღბის მოხსნის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. მისი თქმით, გამოსავალი ვაქცინაციაა. 

"რეკომენდაცია არის ერთადერთი, ყველაზე რთული, მძიმე პერიოდი უნდა გავიაროთ ვაქცინაციით და შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ნაადრევი იყო ნიღბის მოხსნა. მეოთხე ტალღიდან გადავალთ ცუნამში და დაგვემართება საშინელება. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ვუყურებთ ზერელე დამოკიდებულებით. ეს უსაფრთხოება უკვე სამთავრობო ორგანიზაციების მისია და როლია, რომ მათ გააკონტროლონ. თუ ესე გაგრძელდება, ძალიან მცირე პერიოდში ჯანდაცვის სისტემას ძალიან გაუჭირდება,“ - აცხადებს დევი ტაბიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×