რეზონანსი
28.07.2021

HR hub-ის ორგანიზებით 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 - 22:30 საათებში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs გაიმართება. ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge-ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ კომპანიის HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე მოეწყობა წარმატების კუთხე, სადაც ჩატარდება ვორქშოპები CV-ის შედგენაზე, გასაუბრებაზე, წარმატებასა და მოტივაციაზე.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. გასაუბრების პროცესში პირბადის ტარება სავალდებულოა.

დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.hrhub.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×