რეზონანსი
28.07.2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის. ამის შესახებ კომპანია Pfizer-ში აცხადებენ.

მათივე განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ 18-55 წლის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება, 65-85 წლის ადამიანებში კი 11-ჯერ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ში აქტიური შემთხვევების 83% „დელტა“ შტამზე მოდის, რაც ივლისის დასაწყისის მაჩვენებლებთან შედარებით 50%-ით მეტია. მისივე თქმით, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ზოგიერთი ვაქცინირებული პირი ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება ინფექციის გადამდები იყოს და ვირუსი სხვებს გადასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×