რეზონანსი
28.07.2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომლის სათაურია: „საქართველოს საგარემო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღისწესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა", აზიარებს შემდეგი კომენტარით:

„საქართველოში ბოლოს განვითარებული შედა მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურუდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად", - წერს ევროპარლამენტარი.

კიდევ ერთ პოსტში კი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ ძალებს აკრიტიკებს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობან" არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებზე ხელი მოეწერა. ასე, რომ ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ", - აღნიშნავს იგი.

ასევე ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოში მოდის.

„კიევში ვარ და საქართველოშ მოვდივარ", - წერს ევროპარლამენტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×