რეზონანსი
29.07.2021

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„2021 წლის 29 ივლისს, გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და ღვაწმოსილი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი).

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმან ღმერთმან არქიმანდრიტ იოაკიმეს სული“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამა იოაკიმეს გარდაცვალებას მამა შალვა კეკელია გამოეხმაურა:

„მამა იოაკიმე ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა ძალიან ბევრი ადამიანის სული გადაარჩინე. ჩემთვის იყავი მღვდლობის მაგალითი, შეუპოვარი, უდრეკი ხასიათის, ღმერთზე და ეკლესიაზე შეყვარებული ილოცე ჩვენთვის ზეციერი საქართველოდან“, - დაწერა მამა შალვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×