რეზონანსი
29.07.2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, კვლევის "განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყი კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. დისკუსიის ფარგლებში აგრეთვე იმსჯელეს განათლების სექტორზე პანდემიის გავლენასა და სასწავლო დაწესებულებებზე.

idf - ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში უამრავი ბავშვი დარჩა სასწავლო მასალის გარეშე.

"ბავშვებს აქვთ სერიოზული გამოწვევა, პანდემიის პირობებში უამრავი ბავშვი დარჩა სასწავლო მასალის გარეშე. ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მსჯელობა. განსაკუთრებული უთანასწორობაა რეგიონებში, მოვუწოდებთ პარლამენტს ამაზე სასწრაფოდ დაიწყოს მსჯელობა,"- აცხადებს ლევან ავალიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×