რეზონანსი
04.08.2021

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს.

მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსტეტის შექმნაზე რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ციფრული უნივერსიტეტი გაზრდის პატიმრებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას და დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

„უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ციფრული უნივერსიტეტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×