რეზონანსი
04.08.2021

10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.

„ადამიანის იდენტობას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მისი საცხოვრებელი სახლის მისამართიც განსაზღვრავს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით სრულად დამისამართდება 2 700-მდე სოფელი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს, ექნება ზუსტი მისამართი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×