რეზონანსი
04.08.2021

როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ოქრო უპრობლემოდ მოიპოვა.

ატაცში ლაშა ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო  რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

რაც შეეხება აკვრას, ლაშამ პირველ ცდაზე 245 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე კი 255 კგ ასწია, რაც ოლიმპიური რეკორდი აღმოჩნდა. ბოლო ცდაზე პლანეტის ყველაზე ძლიერმა სპორტსმენმა 265 კგ შეუტია და წარმატებით დაძლია კიდეც. ეს კი მსოფლიო რეკორდი აღმოჩნდა და ორივე ცდის ჯამში მან 488 კილოგრამი დააფიქსირა!

ასე რომ, ლაშა ტალახაძემ საქართველოს მეორე ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×