რეზონანსი
04.08.2021

ილიას უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა, დღეს გარდაიცვალა.

როგორც “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა უამბო, გასულ თვეს 44 ნიკოლოზ თარაშვილი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა უიმედო მდგომარეობის გამო ოჯახს გაუმხილეს, რომ ნიკოლოზის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა 5 თვის წინ, თბილისში, ვაკეში მოხდა. ფეხით მოსიარულეს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა.  დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ის მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა.

4 მარტიდან არაერთი სამედიცინო მანუპულაცია ჩაუტარდა, თუმცა 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

ნიკოლოზ თარაშვილი ილიას უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას კითხულობდა. მას მეუღლე და 14 წლის შვილი დარჩა…

იხილეთ სრულიად: „პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×