რეზონანსი
04.08.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას იწყებენ.

მისი თქმით, ამ დრომდე მსოფლიოში ვაქცინების 4 მილიარდზე მეტი დოზა გაიცა. მათგან 80% მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა მოიხმარეს. თუმცა მათი მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებია. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინების ნაკლები მარაგების გამო კი ყოველ 100 მოსახლეზე 1.5 დოზა მოდის.

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ეს ტენდენცია და ვაქცინების უმეტესობა უნდა მიემართოს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისკენ. შესაბამისად, ჯანმო მოუწოდებს, მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე „ბუსტერ“ დოზებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ყოველი ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 10%-ის აცრა მოხერხდეს“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×