რეზონანსი
04.08.2021

საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას" 86 400 დოზას მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბელგიას საქართველოსთვის „ასტრაზენეკას" 86 400 დოზის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის.

როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია.

„მადლობას ვუხდი კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას" ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს ზალკალიანი Twiiter-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×