რეზონანსი
04.08.2021

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 35 -ე კილომეტრზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ტურისტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ლაურა ნოელის დაზიანებები თავის და კისრის არეში აქვს მიღებული.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და პირველადი კვლევის მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

30 წლამდე ქალი თუშეთის მიმართულებით მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა .შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა 66 წლის კაცი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×